პა პე პი პლ პო პრ პუ
პრა პრე პრო

პროტოენა

უწინარესი ენა, საწყისი ენა, რომლის განშლა-განტოტვის შედეგად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ენა. ბევრ ენათმეცნიერს მიაჩნია, რომ პრაენა არც არასოდეს არსებულა და ენები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროსა და პირობებში წარმოიშვა. რაც შეეხება ქართველთა პროტოენას, ეს აშკარა ფაქტია. ქართველთა პროტოენა რამდენიმე ათასი წლის წინათ ნამდვილად ფუნქციონირებდა. დიალექტების ჩამოყალიბებისა და პროვინციების ტერიტორიული ჩაკეტვისა და დიფერენციაციის შედეგად მთავარი დიალექტები თანდათან დაშორდნენ ერთურთს და იქცნენ დამოუკიდებელ ენებად. ასე მივიღეთ ქართველური ენები: ქართული, მეგრული, სვანური, ჭანური და ქართველური ტომებისაგან ძალიან ადრე მოწყვეტილი, ესპანეთში გადახვეწილი ტომის ენა – ბასკური.

ამჟამად საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი ძმაენა: ქართული, სვანური, მეგრული.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9