საზოგადოებრივი ხასიათის ფართო მნიშვნელობის ლიტერატურა (სტატია, წერილი, გამოკვლევა, ნარკვევი, წიგნი) აქტუალურ საკითხებზე.
ლირიკული ლექსის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც პუბლიცისტიკა და აქტუალური თემატიკა წინ არის წამოწეული, სახელდებულია ამგვარად: პუბლიცისტურ-მომწოდებლური ლექსი. ასეთი პოეზია წინ წამოიწევს ხოლმე რევოლუციებისა და სახალხო მღელვარების პირობებში. ცნობილია ამ ტიპის მელექსენი: რუსი მაიაკოვსკი, ქართველები ირ. ევდოშვილი და ა. მირცხულავა. მაიაკოვსკიმ დაწერა ლექსები პასპორტზე, კომპარტიაზე, პარტიულ სხდომებზე; ევდოშვილმა შექმნა ლირიკული სტროფები 1905-1907 წლების რევოლუციაზე; ალიო მაშაშვილმა შედევრები უძღვნა ქარხანას, კომკავშირს, შრომას. აი. მისი ერთი მაჟორულ-პუბლიცისტური ლექსი: ჰა, გრაგანებენ კვლავ მანქანები, ყალყზე დგებიან, გრიგალდებიან;
ტემპს რომ ხვდებიან მძლავრ გაქანებით, კომკავშირული ბრიგადებია!
ლირიკული ლექსის ამ ქვესახეობას უპირისპირდება ინტიმურ-მედიტაციური ქმნილება, ვთქვათ, ტ. გრანელის ან გ. ტაბიძის არაერთი მინორული ნაწარმოები, მაგ., ,,მე და ღამე“.