თავისებური სიტყვები და გამოთქმები, რომლებსაც იყენებენ გარკვეულ წრეებში, პროფესიულ საზოგადოებაში, ანუ ერთგვარი პირობითი ენა, რომელიც გასაგებია ადამიანთა შეზღუდული ჯგუფისათვის. მაგ., მძღოლების წრეში გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ყველასათვის როდია გასაგები. ასეთებია: როტორი, აკუმულატორი, რადიატორი. ამის კარგი მაგალითია ცნობილი პოეტის გიორგი ლეონიძის ამბავი. იგი ერთ შემთხვევაზე საუბრობს, დასძენს: მანქანა გაგვიფუჭდა, აკუმულატორი გადაუხურდაო. პოეტს სპეციფიკური ჟარგონი, შოფრული ენა არა სცოდნია. საქმე ისაა, რომ აკუმულატორი არა ხურდება და, კიდევაც რომ გახურდეს, მანქანა მაინც იმოძრავებს. რა თქმა უნდა, გადახურდა რადიატორი, რომელშიც წყალი ასხია და სითხე ადუღდა. ჟარგონის არცოდნის გამო პოეტს ერთმანეთში აერია აკუმულატორი და რადიატორი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.