ლიტერატურული მუშაკი, რომელიც მისდევს ჟურნალისტიკას, წერილებს, რეცენზიებსა და შენიშვნებს ბეჭდავს ჟურნალ-გაზეთებში. ბევრი დიდი მწერალი თავის მოღვაწეობას სწორედ ჟურნალისტიკით იწყებს. მაგ., თავდაპირველად გამოჩენილი ჟურნალისტები იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ერნესტ ჰემინგუეი და მიხეილ შოლოხოვი; ჟურნალისტად მუშაობდა გამოჩენილი მწერალი გიორგი წერეთელი, პირველი ქართული რომანის ,,პირველი ნაბიჯის“ ავტორი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.