განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ნამდვილი ან ბუტაფორიული ნივთები, რომლებიც სჭირდებათ მსახიობებს წარმოდგენის დროს ანდა აუცილებელია დეკორაციების გასაფორმებლად (ტანსაცმელი, იარაღი, ჯამ-ჭურჭელი, ყვავილები, საჭმელ-სასმელი, ყანწები, დოქები, ქვევრკასრები).
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.