ლექსის სტრიქონების ბოლოში ერთნაირი ბგერათკომპლექსების თავმოყრა წინასწარგანზრახვით. ეს ხერხი ლექსის უკეთ დახსომებას უწყობს ხელს; მეორეც, უკეთ გვამახსოვრდება ხაზგასასმელი სიტყვა; მესამეც, რითმა ხელს უწყობს რიტმის მდინარებას, განვითარებას. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს უბრალო ჯარისკაცი და გენერალი. რითმა ლექსის ჯარისკაცია, რიტმი – გენერალი. ურითმოდ ლექსი მაინც არსებობს, მაგ., თეთრი ლექსი. ურიტმოდ კი ლექსი კვდება და ხელთა გვრჩება პროზაული ტექსტი. ამრიგად, რიტმი სხვაა, რითმა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.