სა სე სი სკ სო სტ სუ სფ სც
საა საი საკ სალ სამ სან

საკრალური

L. სიტყვა, ნიშნავს წმინდას, აკრძალულს.
უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია რელიგიურ კულტსა და რიტუალთან. კულტუროლოგიურად: უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობრივი კატეგორია, რომელიც გულისხმობს ყოფიერების სფეროსა და შემეცნებით აღქმულის გამიჯვნას, როცა საგანს ენიჭება საკრალური სულიერი შინაარსი, უფრო ძვირფასი ხდება, ვიდრე მისი ფიზიკურ-არსობრივი ღირებულებაა. მაგ., გარდაცვლილი ძვირფასი დედის ნაჩუქარი თითბრის ბეჭედი დროთა განმავლობაში საკრალურ ღირებულებასა და დანიშნულებას იძენს. დაახლოებით იგივეა ტერმინი საკრამენტული.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9