სა სე სი სკ სო სტ სუ სფ სც
საა საი საკ სალ სამ სან

სალონი

Fr. სიტყვა.
აქვს მრავალი მნიშვნელობა. ესე იგი, პოლისემიური ერთეულია (,,პოლი“ მრავალი, ,,სემიო“ მნიშვნელობა). კულტუროლოგიური ასპექტით, საგულისხმოა შემდეგი გაგება: მხატვრულ ნაკეთობათა, ხელოვნების ნაწარმოებთა მაღაზია, ასევე სალონური წრე, რომელშიც ერთიანდებიან მწერლები, სხვადასხვა დარგის ხელოვანნი, პოლიტიკური მოღვაწეები, სისტემატურად რომ იკრიბებიან ვისიმე სახლში.

ამ მხრივ მე-19 საუკუნის საქართველოში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი სალონი: ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მანანა ორბელიანისა. გადმოცემით, პოემა ,,ბედი ქართლისა“ ბარათაშვილს ალ. ჭავჭავაძის სალონში წაუკითხავს პირველად.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9