ცხოველ-მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება ან ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანა ხელოვნური შერჩევით, შეჯვარებით. ეს პროცესი გახლავთ ადამიანური გონების კრეატიულობის ფაქტი, რაც, როგორც ვიცით, პიროვნების კულტურიზაციას გულისხმობს. ამიტომ კულტუროლოგიაში სელექციას ხვნის (კულტივაცია) შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.