სა სე სი სკ სო სტ სუ სფ სც
სილ სიმ სინ სიუ

სიმბოლო

Gk. სიტყვა.
ნიშანი, რომელიც არა მარტო მიუთითებს ობიექტზე, არამედ, ამასთანავე, თავის თავში ატარებს დამატებით აზრს: გამოხატავს ამ ობიექტის განმარტებასთან დაკავშირებულ საერთო იდეასა და გააზრებას. მაშასადამე, სიმბოლოს აქვს პრეტენზია უფრო მეტი გამოხატოს და თქვას, ვიდრე ის ობიექტია თავისთავად, რომელსაც აღნიშნავს და გამოხატავს. ამიტომაცაა: სიმბოლისტები სიმბოლოთა სისტემის მომარჯვებით ცდილობდნენ მოსწყვეტოდნენ უხეშ მარტივ რეალობას და ნებისმიერ ობიექტზე მეტი ეთქვათ, ვიდრე ამას რეალისტები ახერხებდნენ. საგნის სიმბოლური გააზრება ამის საშუალებას მართლაც იძლევა. ამის კარგი მაგალითია ილიასა და გალაკტიონის მიერ ნახმარ სიტყვათა შედარება. ილიასეული ,,მთვარე“ მხოლოდ ერთ, ყველასათვის ნაცნობ და გასაგებ შინაარსს ატარებს, ხოლო გალაკტიონისეული აუარებელ ნიუანსსა და გაგებას შეიცავს; აკაკის ,,მეფე“ ერთადერთ შინაარსს გულისხმობს, გალაკტიონისა სწორედ ერთადერთ გაგებას გამორიცხავს. ამიტომაცაა: რეალისტის ტაეპის შესახებ დასმულ შეკითხვას ერთადერთი სწორი პასუხი აქვს, სიმბოლისტური ტაეპის შესახებ დასმულ კითხვას კი იმდენი სწორი პასუხი ეძებნება, რამდენი მკითხველიცაა ამქვეყნად.

ამრიგად, სიმბოლიზმი, როგორც მეთოდი, გამოხატვის ბევრად უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე – რეალიზმი.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9