სა სე სი სკ სო სტ სუ სფ სც
სკა სკე

სკაბრეზი

სკაბრეზული გამოთქმა, ესე იგი, უწმაწური, უზრდელური სიტყვა, სიტყვათა წყობა თუ მთელი ფრაზა ან ლექსიც კი. მაგ., ,,ვეფხისტყაოსანში“ არის ვითარება, როდესაც განრისხებული მამიდა დავარი ნესტანს ბოზობას, გარყვნილებას აბრალებს. დავარი უშვერი სიტყვებით მიმართავს ძმისშვილს: ,,როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!“ მეორე შემთხვევა ასეთია: რამაზ ხატაელმა ერთხელ უღალატა ტარიელს. ლომგმირმა ეს აპატია დამნაშავეს; მან ფიცი დადო: მეტს აღარ გიღალატებო. მაინც უღალატა. ამის გამო განრისხებული ტარიელი მას პირით და არა ტანით ბოზს ეძახის: ,,პირბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან, მე ჩაბალახად გახმარნე, რაცა გიმუზარადიან“.

სკაბრეზს ფაქიზად უნდა იყენებდეს მწერალი. ის არ უნდა გახდეს ვულგარულობის ნიმუში. ასე იქცევა მწერალი ადამ ბოლდუელი, როცა რომან ,,კეისარში“ ახალგაზრდა ქალიშვილს მისი ქედმაღლური ქცევით გაბრაზებული ჭაბუკი პოეტი ასე მიმართავს:

მაისი ისე ალმასობს,

სკდება კვირტები მფეთქავი;

თვრამეტი წლის ხარ, ლამაზო,

დადიხარ გაუხეთქავი.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9