ხელოვნებაში: ამა თუ იმ კოლექტივის, ეპოქის, მიმართულების ან ცალკეული შემოქმედისათვის დამახასიათებელი გამომსახველობითი ხერხების ერთობლიობა, მხატვრულ-ემოციური თავისებურებანი, რასაც განაპირობებს ერთიან, მსგავს ისტორიულ, გეოგრაფიულ თუ სხვა ვითარებაში ყოფნა. ეს არის სტილის ფართო გაგება. უფრო ვიწრო გაგებით, ეს არის ენობრივ-გრამატიკული საგანგებო საშუალებების გამოყენება ამა თუ იმ მწერლის მიერ. აქედან გამოთქმა: ილიას სტილი, აკაკის სტილი, კ. გამსახურდიას სტილი; რომანტიკოსთა სტილი, იმპრესიონისტული მანერა და ა.შ.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.