მომთმენლობა, შემწყნარებლობა; სხვისი აზრების, რწმენის, ჩვეულებების, სხვა ეროვნებების შემწყნარებლობა და მიღება, მათთან ნორმალური ცივილური კავშირის დამყარება. ამ თვისებას, ტოლერანტობას, დღეს უდიდესი ყურადღება ექცევა. მიჩნეულია, რომ ისტორიის წიაღ ქართველი ერი სწორედ ტოლერანტობით გამოირჩეოდა. ცნობილი ქართული სიმღერაა: ,,კაცი იყავ კაცური და, სადაც გინდა, იქ ილოცე!“
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.