ტა ტე ტი ტო ტრ
ტოლ ტოპ ტოტ

ტოტემი

ამერიკელ ინდიელთა ცნებაა.
ნიშნავს ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში ცხოველის ან მცენარის თაყვანისცემას. ტოტემს (ან ცხოველს, ან მცენარეს) თაყვანსა სცემენ, როგორც ამ ტომის წინაპარსა და მფარველს. ტოტემი არ უნდა მოეკლათ, არ უნდა მოეჭრათ და დაეწვათ; ავსტრალიურ ტომებში 700-მდე ტოტემს ასახელებენ. მათი უდიდესი ნაწილი ცხოველები და მცენარეებია. ზოგჯერ ტოტემის სახელი ტომთა ან ადგილთა სახელად იქცეოდა. ამის მაგალითი გვაქვს საქართველოში. კერძოდ, ვარძიაში ოდესღაც ვერძის (მამალი ცხვარი) კულტი ჰქონდათ. აქედან დადგინდა ამ ადგილის სახელი ამგვარი გზით: ვერძია→ვარძია. ქართველთა შორის ამგვარი ტოტემი ბევრი რამ იყო, განსაკუთრებით კი – მუხის ხე. ამის გამო იხილეთ მსჯელობა ,,ჭყონდიდზე“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9