უზ უნ ურ უტ
უზუ

უზუსი

L. usus.აღიარებული და დადგენილი ჩვეულება, წესი;
განსაკუთრებით საინტერესოა სამეტყველო კულტურის უზუალური ელემენტები და მომენტები. უზუსი სამეტყველო ენას მონოტონურობისა და სიმშრალისაგან იცავს, შეაქვს ენაში სიხალისე, მოქნილობა, საამისოდ იყენებს უზუალურ საშუალებებს. ყოველ ენას თავისებური უზუალური საშუალება და ხერხი მოეპოვება. მაგალითად, ერთი რუსული ლექს-სიმღერა იწყება ასე: ,,а у нас во дворе...“ აქ ყველა სიტყვა და ასო-ბგერა აუცილებელი და საჭიროა, გარდა ერთისა. ეგ ერთია ხმოვანი ,,а“. აზრობრივად ის არაფრის მაქნისია, ოღონდ იწყებს ფრაზას და გვევლინება სასიგნალო ერთეულად, იმის მაუწყებლად, რომ უნდა გაისმას რაღაც ფრაზა, რაღაც აზრი გახმიანდეს, ეს ,,а“ არის უზუალური ელემენტი. იგი ძალიან ხშირად გამოიყენება. იმავე ფუნქციას ასრულებს ,,ну“.

ჩვენ სულ უკანასკნელ ხანამდე არა ვიცოდით, თუ რატომ იწყებოდა ,,შუშანიკის წამება“ ბგერათკომპლექსით ,,და“. ფიქრობდნენ, რომ ეს იყო კავშირი. აღმოჩნდა, რომ მას კავშირისა არაფერი სცხია, რადგან იმავე ტექსტის სხვა აბზაცებსაც ხშირად იწყებს. კიდევ მეტი: ის არაერთგზის არის გამოყენებული სხვა ტექსტებშიც, ხშირად იწყებს როგორც წინადადებებს, ისე აბზაცებს.

აღმოჩნდა, რომ ქართული ,,და“ არის უზუსის ელემენტი, სასიგნალო სემიოტიკური ნიშანი, იმის მაჩვენებელი, რომ იწყება რაღაც ახალი აზრი. ამგვარი ,,პოზივნოი“ ქართულ ტექსტებში არაერთგან არის გამოყენებული. ძველ ქართულ ლიტერატურაში ,,და“ უზუალს ხშირად ენაცვლება ,,არამედ“ და "ხოლო"

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9