ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ
ფრა ფრე ფრო

ფროიდიზმი

ტერმინს საფუძვლად დაედო ავსტრიელი ექიმ-ფსიქოლოგის ზიგმუნდ ფროიდის გვარი. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა. იგი ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს ბიოლოგიურ ინსტინქტებს, არაცნობიერ სწრაფვებს, სექსუალურ წადილსა და წარმოდგენებს.

ფროიდიზმის დიდი ზეგავლენა განიცადეს ქართველმა მწერლებმა: ნ.ლორთქიფანიძემ, მიხ. ჯავახიშვილმა, კ. გამსახურდიამ, ლ. ქიაჩელმა, შ.არაგვისპირელმა და სხვებმა. ფროიდის მოძღვრებამ დაბადა ახალი მეცნიერული დარგი ფსიქოანალიზი. ეს გახლავთ ფსიქოლოგია-ფსიქოპათოლოგიური მიმართულება, რომელიც პიროვნების ფსიქიკური გამოვლინების ძირითად საფუძვლად მიიჩნევს სქესობრივი ინსტინქტების სიჭარბეს ან შეფერხებას.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9