Gk. ნიშნავს წყალობას, ღვთაებრივ მადლს, საჩუქარს. ადამიანის განსაკუთრებით გამორჩეული მომადლებულობა და უნარი, რომელსაც ირგვლივ მყოფნი ისე უყურებენ, როგორც ზეგარდმო ძალას; მისი მიმდევრების თვალში – დიდი ავტორიტეტის მქონე, რაიც მისი პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებს ემყარება. ასეთ პირზე ზოგჯერ იმასაც იტყვიან, ქარიზმატული ტიპიაო.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.