ქა ქო ქრ
ქორ

ქორო

Gk. სიტყვა.
მომღერალთა გუნდი. აქვს სიმრავლის გაგება. აქედანვეა ხორო და ხორუმი, ანუ ცეკვა, რომელშიც მრავალი იღებს მონაწილეობას. ეგ ,,ხორომ“ რუსულშიცაა შესული და იქაც ბევრსა ნიშნავს. სიტყვა ,,ქორ-წილში“, ჩვენი აზრით, ორი სიტყვა გამოიყოფა: ქორ და წილი. ,,წილი“ ძველად საჭმელს ნიშნავდა. ,,ქორ” იგივე მრავალია, ხალხის სიმრავლეს ნიშნავს. მაშ, ქორწილი, ანუ საკვები მრავლისათვის. სხვათა შორის, ქორა-კანდელი ნიშნავს დიდ კანდელს; კანდელი, რომელიც ბევრს უნათებს, ბევრსა ჰყოფნის.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9