ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაბ ბაი ბაკ ბალ ბარ ბატ

ბაირონიზმი

თითქმის იგივე რომანტიზმი; მე–19 საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა. იგი ჩამოყალიბდა და გაფორმდა ინგლისელი პოეტის ბაირონის შემოქმედების ზეგავლენით, რამეთუ მაშინ ევროპაში ბევრი ,,დაავადდა“ ამ ავადმყოფობით. მისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალიზმი, ეროვნული და სოციალური გათავისუფლების იდეა, პოლიტიკური პროტესტი ფეოდალიზმისა და მონარქიის წინააღმდეგ, პესიმიზმი, რაკი არ მოსწონს აწმყო და იმედი არ აქვს მომავლისა; წარსულის განდიდება.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9