ადამიანთა ანდა ცალკეული პირის საქმიანობის სულიერი მახასიათებლებისა და განსაზღვრებების, აგრეთვე მათი შესატყვისი სოციალ-ფსიქოლოგიური განათლებულობის მთელი კომპლექსი, როცა ყველა ეგ თვისება წარმოისახება დადებითი რაკურსით. ამგვარ დეტერმინანტად, შესაძლოა, მოგვევლინოს ადამიანების განცდები, ცოდნა-გამოცდილება, ინტერესები, მოთხოვნილებები, იდეალები, ცხოვრების მიზნები, წარმოდგენები, მოტივები, სტერეოტიპები. კონკრეტულად ღირებულებითი ორიენტაცია გამოიხატება იმით, თუ როგორ აღიქვამს პიროვნება სიკეთეს, კეთილს, ბოროტს, მახინჯს, მშვენიერს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.