შიიტი მუსლიმანების რელიგიური ცერემონია, ერთგვარი თვითგვემა და თაყვანი. რიტუალის მონაწილენი ზურგზე გამეტებით ირტყამენ ლახტს ან ჯაჭვს. ამ დროს გაიძახიან: ,,შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ!“ მით გამოხატავენ წამებული წმინდანის ჰუსეინის სიყვარულს, მისდამი თანადგომასა და მასთან თანაზიარობას.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.