პროცესი ადამიანური მოღვაწეობისა. სულიერთა შორის ეს პროცესი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. სწორედ შემოქმედების გამოვლენისას ხდება ახალ მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა შექმნა. სწორედ ეს არის პიროვნების კრეატიულობის ფაქტორი. კრეატიულობა კი გახლავთ საზოგადოებრივი ცხოველის გაკულტურების გზაზე გადადგმული ნაბიჯი. მაშასადამე, შემოქმედებითობას ჩვენ კულტურის ცნებამდე მივყავართ. ჯერ კიდევ იდეალისტები განსაზღვრავდნენ მის არსსა და ხასიათს. ასე, მაგალითად: პლატონი მას ღვთაებრივ სიშმაგეს უწოდებდა; შელინგის მიხედვით, ეს არის ცნობიერისა და არაცნობიერის სინთეზი; ე. ჰარტმანს მიაჩნდა, რომ აქ ჩვენ გვეძლეოდა არაცნობიერი ,,ცხოველმყოფელი ამოსუნთქვა“; ბერგსონის გაგებით, ეს გახლავთ მისტიკური ინტუიცია; ზ. ფროიდის თვალსაზრისით, ეგ არის ინსტინქტების გამოვლენა.
შემოქმედების პროცესში მონაწილეობს ადამიანის ყველა სულიერი ძალა: წარმოსახვა-ფანტაზია, პრაქტიკული უნარ-ჩვევა, მოწადინება და აქტიურობისაკენ სწრაფვა. შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შთაგონებას.