გახლავთ ზედამხედველობითი ორგანოს მიერ დასაბეჭდავად, რადიოტელევიზიით გადასაცემად, თეატრსა და კინოში დასადგმელად გამზადებული ტექსტისა თუ სხვა მასალის შემოწმება, გასინჯვა ამ მასალათა პოლიტიკურ-იდეოლოგიური საიმედოობის თვალსაზრისით. ამგვარი ცენზურის დაწესება ჩვეულებრივი ამბავია ტოტალიტარულ და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში. პირს, რომელიც ცენზურას ახორციელებს, ეწოდება ცენზორი. აღნიშნული გაგების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ტერმინი უცენზურო, ანუ იმგვარი სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც ცენზურა, შემოწმება არ გაუვლია. უცენზურო სიტყვა ნიშნავს უწმაწურ, უზრდელურ გამოთქმას (გამოთქმებს).
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.