კულტუროლოგიის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება. ლათ. სიტყვა ,,ცივილის“ ნიშნავს ,,სამოქალაქოს“. საზოგადოების განვითარებისა და მატერიალური კულტურის წინსვლის ესა თუ ის დონე, რასაც მიაღწია ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა ფორმაციამ.
ცივილიზაცია უფართოესი ცნებაა და მასში შედის სულიერი კულტურის მიღწევებიც. მცდარია მოსაზრება, როდესაც ცივილიზაციას განმარტავენ ცალმხრივად, მაგ., ასე: მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამედროვე კულტურა და განათლება. ის, ვინც ცივილიზაციას არის ნაზიარევი, იქნება
ცივილიზებული, ხოლო, ვინც ცივილიზაციის შემოქმედია, ის გახლავთ
ცივილიზატორი. ცივილიზაციასა და კულტურას ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ კანტი, დანილევსკი, შპენგლერი. შპენგლერი, მაგალითად, კულტურას უყურებს, როგორც ორგანულ სასიცოცხლო ელექსირს, ხოლო ცივილიზაციას, როგორც ტექნიკურ-მექანიკური ელემენტების ერთობლიობას. ამასთანავე, ცივილიზაცია წარმოდგენილია, როგორც საზოგადოების დაცემისა და დაღუპვის ფაქტორი. ამ ორი ფენომენის ურთიერთმიმართების ერთგვარ ახსნას შეიძლება იძლეოდეს ჩვენი აფორიზმი: ხვნით იწყება კულტურა, ქალაქის შექმნით – ცივილიზაცია.