აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი და სხვა ნორმებისადმი; აბუჩად აგდება საყოველთაოდ პატივსაცემი ფაქტის ან მოვლენისა, ანუ თავხედური გულახდილობა. თითქმის იგივეა, რაც ნიჰილიზმი, ოღონდ მისგან განსხვავდება შემდეგით: ნიჰილიზმი, შესაძლოა, იყოს მსოფლმხედველობა, მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიური პლატფორმა. ცინიზმს არავითარი პლატფორმა, შემუშავებული პოზიცია არ აქვს. ის, ვინც ცინიზმის გზას ადგას, არის ცინიკოსი, ხოლო ამგვარი თავხედური გულახდილობა არის ცინიკური ქმედება.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.