წა წე
წარ

წარსულის გადმონაშთები

ძველი საზოგადოებისაგან მემკვიდრეობით მიღებული წარსული სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის ნაშთები, შეხედულებები, იდეები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. ბევრი გადმონაშთი (რეაქციული) ხელს უშლის პროგრესს; ბევრი საუკეთესო ტრადიცია და მიღებული წესი, პირიქით, ხელს უწყობს უკეთესი მერმისის მოახლოებას.

ქართულ სინამდვილეში: უარყოფითია გადაჭარბებული ქელეხომანია, სისხლის აღების მთაში შემორჩენილი ტრადიცია, კორუფცია და სხვ. მისაღებია ტოლერანტული სულისკვეთება, ოჯახის სიყვარული, სახელის ძიების ტრადიციული სიყვარული.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9