ხა ხე ხმ ხუ
ხელ

ხელოვნების ნაწარმოების ფუნქციები

მხატვრულ ნაწარმოებს (ნახატს, მოთხრობას, პოემას) აქვს სამი ფუნქცია.

1. შემეცნებითი;

2. პედაგოგიურ-აღმზრდელობითი;

3. ესთეტიკურ-მხატვრული.

პირველის მაგალითი: ,,შუშანიკის წამება“ გვაძლევს იმის ცოდნას, რომ V საუკუნეში თურმე საქართველო ყოფილა დაქუცმაცებული, დაშლილი ქვეყანა და ერთ-ერთი მხარის ლიდერი, პიტიახში, თავის ნებაზე დაპარპაშებს, ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს;

მეორის მაგალითი: გურამიშვილის მთელი ,,დავითიანი“ გვასწავლის ქრისტიანული მცნებების ერთგულებას, ხოლო ,,სწავლა მოსწავლეთა“ – ცოდნისა და სწავლის საჭიროებას, იმას, თუ რატომ არის აუცილებელი იგი და რა ასაკშია მისი მიღება სასურველი;

მესამის მაგალითი: ალ. აბაშელი საქართველოს ოქროს თასს ადარებს და იგი თურმე სავსეა აკაკის ლექსთა ნექტარით: ,,დგას საქართველო ოქროს თასივით შენი ლექსების ნექტარით სავსე“ (,,აკაკის“). მაშასადამე, ზუსტი შედარების მოხმობით ავტორმა დაუვიწყარი სახე შექმნა საქართველოსი და ამით ჩვენზე წარუშლელი ესთეტიკური ზეგავლენა მოახდინა.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9