Gk. ,,ჰაგიოს“ (წმინდანი, მოწამე) და ,,გრაფო“ (ვწერ, აღვწერ). ქრისტიანული ლიტერატურის ფართოდ ცნობილი და პოპულარული დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა. იგი შეიძლება გადმოიცეს პროზითაც (,,აბოს წამება“) და ლექსითაც (,,წამება ქეთევან დედოფლისა“).
სანამ ქართული საერო ლიტერატურა შეიქმნებოდა, მანამ ქართველებს ჰქონდათ მძლავრი ჰაგიოგრაფია.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.