საზეიმო სიმღერა, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა. ის სიმბოლოა სახელმწიფოს ერთიანობისა და ძლიერებისა, გამოხატულებაა პატრიოტიზმისა; წარმოშობით ის არის ღვთის სადიდებელი ლექს-სიმღერა, საგალობელი. ამ მხრივ ერთობ მდიდარია ძველი ქართული ჰიმნოგრაფია.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.