უმაღლესი რეალიზმი, უკიდურესი რეალიზმი.
მხატვრულ-შემოქმედებითი მიმართულება ფერწერასა და სკულპტურაში. იგი ეფუძნება სინამდვილის ფოტოგრაფიულ ასახვას და ესწრაფვის აღადგინოს მოდერნიზმის მიერ დაკარგულ-მივიწყებული მხატვრული ენის ცხოვრებისეული კონკრეტულობა და საგნობრიობა. ამას კი სჩადის ფოტოგრაფიული სახეობრიობის იმიტაციით.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.