Gk. ნიშნავს ,,სავარაუდოს“. საკმაოდ სარწმუნო დებულება, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი. ის ჯერ დაუმტკიცებელია, ოღონდ ავტორი, რომელიც ჰიპოთეზას წამოაყენებს, გვპირდება მის დასაბუთებას. ჰიპოთეზას მაშინ იყენებენ, როცა ფაქტებსა და დასკვნას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბუნდოვანია. მას დიდი ავალა ეძლევა წინასწარი თეზისების ჩამოყალიბების დროს, რაკიღა თეზისი გულისხმობს ავტორის ვალდებულებას, სათანადო არგუმენტებითა და მსჯელობით დაასაბუთოს იგი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.