ისეთი მსოფლმხედველობა ან იდეოლოგია, რომელიც განმსჭვალულია ადამიანის სიყვარულით; კაცთმოყვარეობა. განსაკუთრებით დიდი ავალა მიეცა აღორძინების ხანაში (XIV-XVI საუკუნეებში). ამ დროს მეტი ყურადღება დაეთმო პიროვნულ თავისუფლებას, ადამიანის გამოხსნას ფეოდალიზმისა და კათოლიციზმის ჯაჭვ-ბორკილებისაგან. ვინც ამ გზას მიჰყვება, ის არის
ჰუმანისტი. ჰუმანისტურმა მოძრაობამ ხმა აიმაღლა შუასაუკუნეობრივი რელიგიური ასკეტიზმის წინააღმდეგ, მოითხოვა, რომ პიროვნებას ჰქონოდა ტკბობისა და მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება. ამ მხრივ საგანგებო როლი შეასრულეს პეტრარკამ, დანტემ, ბოკაჩომ, რაბლემ, შექსპირმა, კოპერნიკმა, ბეკონმა.