ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაბ ბაი ბაკ ბალ ბარ ბატ

ბარბარიზმი

Gk. Barbaros უცხო, უცხოური.
ბევრ ლექსიკონში განმარტებულია ცალმხრივად, კერძოდ, როგორც ,,ცუდი“, მიუღებელი სიტყვა. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს ფართოდ: ნებისმიერი უცხოური სიტყვა. მაგალითად, ბარბარიზმებია: ლექტორი, სტუდენტი, პოლი, სპიჩკა, კომპიუტერი. ბარბარიზმი ორი სახისაა: კეთილი და ბოროტი. კეთილი ბარბარიზმია ის უცხო სიტყვა, რომლის შემცვლელიც ენას არ მოეპოვება. მაგალითად, ლექტორი, სტუდენტი, პასპორტი. ასეთი სიტყვები ენაში კიდევაც უნდა შემოვუშვათ და კიდევაც შევითვისოთ, ვისწავლოთ; ბოროტია ბარბარიზმი, რომელიც ენას არ ესაჭიროება, რაკიღა მისი სანაცვლო ეროვნული სიტყვა არსებობს. მაგალითად, გვაქვს ჭიქა და სულაც არ გვესაჭიროება ,,სტაქანი“; გვაქვს იატაკი და არადსაღირალია ,,პოლი“. კეთილი ბარბარიზმი ენას ამდიდრებს, ბოროტი – აფერხებს და აბნელებს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9