მიმართულება ფსიქოლოგიაში. შეიქმნა 1920-იანი წლების გერმანიაში, მერე გავრცელდა იტალიაში. ამ თეორიის მიხედვით, ფსიქიკურ სამყაროს მართავს გეშტალტური, ანუ მთლიანობის კანონი. ყოველი შინაგანცდა მთლიანი, ერთიანი სტრუქტურული ხასიათისაა. კერძო ფსიქოემოციური სენის განკურნება შესაძლებელია პიროვნების მთლიან ფსიქოსამყაროზე ზემოქმედებით.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.