Gk. არამეული სიტყვაა და აღნიშნავს თავის ქალას. 1. უწინარესი გაგებით, გორაკი პალესტინაში, იერუსალიმთან, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ და სადაც, გადმოცემით, ოხრად ეყარა თავის ქალები. სახარების მიხედვით, ქრისტე სწორედ აქ აცვეს ჯვარს;
2. გადატანითი მნიშვნელობა უფრო საგულისხმოა – ტანჯვის ადგილი, სატანჯველი. არის გამოთქმა: ,,გოლგოთაზე ასვლა“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.