და დე დი დო დუ
დეზ დეკ დემ დენ დეტ დეფ დეც

დეზინტეგრაცია

მთელის დაშლა, დანაწევრება, დაცალკევება, შემადგენელ ნაწილებად დაქუცმაცება. ინტეგრაციის (შეერთების, შერწყმის, შეკავშირების) საწინააღმდეგო პროცესი.ბგერათკომპლექსი ,,დეზ“ საპირისპიროს, საწინააღმდეგოს გამოხატავს შემდეგ სხვა კულტუროლოგიურ ცნებებშიც: დეზინფორმაცია და დეზორგანიზაცია. ,,დეზინფორმაცია“ აღნიშნავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გაზეთის, რადიოს, ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით. ეს ხდება საგანგებოდ, წინასწარგანზრახულად, რათა მტერი (მეტოქე) შეაცდინონ, მცდარი წარმოდგენა შეუქმნან რაიმე ფაქტსა ან მოვლენაზე. ,,დეზორგანიზაცია“ არის საზოგადოებრივი წესრიგის, წესების, ორგანიზაციის მოშლა, დარღვევა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანოების ნორმალური საქმიანობის წინასწარგანზრახული აბნევა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9