პოსტსტრუქტურალიზმისა და პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი საკვანძო ცნება – ტერმინი. გულისხმობს: ორი ათასი წლის განმავლობაში დასავლეთის კულტურა მიიჩნევდა, რომ ერთმანეთს მეტაფიზიკურად უპირისპირდება რეალობა და ნიშანი, საგანი და სახე, ბუნება და კულტურა. ამ ოპოზიციურ შეწყვილებებს დეკონსტრუქცია აუქმებს და, თავისი აზრით, ცდილობს ამ დაპირისპირებების დაძლევას. მაშასადამე, ის ანგრევს, დეკონსტრუქციას ახდენს უკვე არსებული კონსტრუქციისა. ,,დე“ ნაწილაკი არის საწინააღმდეგოს, საპირისპიროს ამსახველი. კულტურა თუ პოზიციაა, დე-კულტურიზაცია საპირისპიროა, ოპოზიციაა. ასეა აქაც: კონსტრუქცია – დე+კონსტრუქცია.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.