Gk. სიტყვებია dyo ორი და physis ბუნება. ესე იგი, ორბუნებოვნება. დიოფიზიტები არიან ქრისტიანული რელიგიის ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ ქრისტეს ორგვარ ბუნებას – ადამიანურსაცა და ღვთიურსაც. დიოფიზიტების მოწინააღმდეგენი არიან მონოფიზიტები. ესენი აღიარებენ ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას – ღვთაებრივს. ქართველები დიოფიზიტები არიან, სომხები – მონოფიზიტები.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.