ბერძნული ტერმინია.
აღნიშნავს იმ სიტყვას ან გამოთქმას, რომელიც იხმარება უფრო ვულგარულისა და უხეშის ნაცვლად, უხერხული ან სკაბრეზული გამოთქმის მაგიერ. ამით ხდება მეტყველების გაკეთილშობილება, სამეტყველო ზნეობის დაცვა. ეს იგივე კეთილსიტყვაობაა. მაგალითად, ,,ფეხმძიმეს“ ამბობენ ,,ორსულის“ ნაცვლად;,,გველის“ ნაცვლად იტყვიან ,,უხსენებელს“; როცა ქალს ეუბნებიან, ,,სექსუალური“ ხარო, იგი სიამაყით იბადრება, ოღონდ ამ სიტყვის ქართული ადეკვატი რომ ჰკადრო, თავს გაგიტეხს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.