ეგ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეპ ეს ეტ ექ
ეპი ეპო

ეპოპეა

დიდი მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ყოფა–ცხოვრება მრავალმხრივ და ფართოდ არის ასახული. შევადაროთ ერთმანეთს ორი ეპიკური ქმნილება: აკაკის ,,გამზრდელი“ და ,,ვეფხისტყაოსანი“. ორივე თხრობითი ნაწარმოებია, ორივე პოემაა, ოღონდ პირველი – ჩვეულებრივი ეპიკური პოემა, ხოლო მეორე – პოემა-ეპოპეა, რომელიც ,,გამზრდელს“ მოცულობით ოცჯერ და მეტად აღემატება. ახლა ერთურთს შევუდაროთ ლევ ტოლსტოის ,,ჰაჯი მურატი“ და მისივე ,,ომი და ზავი“. პირველი ჩვეულებრივი მოთხრობაა, მეორე – რომანი-ეპოპეა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9