ეგ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეპ ეს ეტ ექ
ესე ესთ ესპ ესქ

ესქატოლოგია

Gk.
შედგება ორი სიტყვისაგან ,,ესქატოს“ უკანასკნელი და ,,ლოგოს“ მოძღვრება. ეს გახლავთ მისტიკური მოძღვრება მსოფლიოსა და ადამიანის საბოლოო ბედის შესახებ. იგი მოუმარჯვებია მრავალ რელიგიას. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, საბოლოო ბედი კეთილია, ბოროტს სძლევს კეთილი; საბოლოოდ ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ ცხვარი და მგელი ერთად მოძოვენ ბალახს. ეს იდეა მსჭვალავს ფირდოუსის, ნიზამისა და რუსთველის ქმნილებებს. ,,ვეფხისტყაოსანში“ ესქატოლოგიური იდეა ორი ძირითადი აფორიზმით ასეა გამოკვეთილი: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ და ,,შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9