ნიშნავს ახსნას, გადმოცემას, განმარტებას. კულტუროლოგიური თვალსაზრისით, საგულისხმოა მისი ერთი უმთავრესი მნიშვნელობა, რაიც განეკუთვნება გამოყენებითი კულტუროლოგიის სფეროს. ეს არის ხელოვნების ნაწარმოებთა, სამუზეუმო ნივთებისა და ისტორიული ექსპონატების, სხვა საინტერესო საგნების სისტემური განლაგება დასათვალიერებლად; გამოფენა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.