ვა ვე ვი ვო
ვერ ვეს

ვესტერნი

E. სიტყვაა.
ნიშნავს დასავლურს, დასავლეთისას. კინოფილმი ან თხზულება, რომელშიც ქვეყნის ან მხარის დასავლეთიდან ჩამოდის ცხენოსანი გმირი, ძლიერი ვაჟკაცი აღმოსავლეთში, ჩაიდენს გმირობებს, მოიხვეჭს სახელს და გამარჯვებული ისევ ბრუნდება სამშობლოში, დასავლეთში. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ამერიკული ვესტერნული, ე.წ. ,,კოვბოური ფილმები“. ქართული ვესტერნის ნიმუშები ყველაზე ადრე შექმნეს აკაკიმ და ანტონ ფურცელაძემ. ესენია: ,,მაცი ხვიტია“ და ,,ბაში-აჩუკი“. ამ უკანასკნელში ვესტერნის ყველა აუცილებელი თვისება იკვეთება: ბაში-აჩუკი კახეთში (აღმოსავლეთში) ჩადის იმერეთიდან (დასავლეთ საქართველოდან); იქ ბევრ სასახელო საქმეს ჩაიდენს და უკან (იმერეთში) სახელიანი ბრუნდება. ამ ტერმინს უკავშირდება ,,ვესტერნიზაცია“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9