Gk. სიტყვა akme ნიშნავს მწვერვალს. ერთ–ერთი მოდერნისტულ–დეკადენტური მიმდინარეობა რუსულ ლიტერატურაში, უმთავრესად პოეზიაში. ქადაგებდა უმწვერვალეს ოსტატობას. ეჯიბრებოდა და მეტოქეობდა ფუტურიზმს. აღიარებდა თეზისს ,,ხელოვნება ხელოვნებისათვის“. გავრცელდა XX საუკუნის დამდეგს. მისი ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ახმატოვა, გუმილიოვი, მანდელშტამი. ძირითადად ლამობდნენ პირველქმნილი სამყაროს, ადამისდროინდელი ვითარების ასახვას. ამ მწერალთა ერთგვარი ზეგავლენა განიცადეს ტ. ტაბიძემ (ქალდეის ციკლის ლექსები), პ. იაშვილმა (,,დარიანული“).
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.