უსამართლო, იქედნური და ღვარძლიანი კრიტიკოსი.
არსებობდა ძველი ბერძენი ორატორი და ფილოსოფოსი ზოილი (ძვ.წ.აღ. IV საუკუნე). იგი ერთობ ტენდენციურად და უსამართლოდ აკრიტიკებდა ჰომეროსის უკვდავ შემოქმედებას. ჩვენში ზოილური კრიტიკის წარმომადგენლად, შეიძლება, მივიჩნიოთ რუსთველოლოგი ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც რესთველის არაერთ გენიალურ სტროფს აძაგებდა, არად მიიჩნევდა და ამიტომ ამ სტროფებს ინტერპოლაციად აცხადებდა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.