ძველი ირანული დუალისტური რელიგია, შექმნილი ზარათუშტრას მიერ. ჩამოყალიბდა ძვ.წ. აღრიცხვის VII საუკუნეში. სამყაროში ერთურთს ებრძვის ორი საწყისი. ერთია ნათელი ღვთაება აჰურამაზდა (ორმუზდი, აქედანაა ქართული არმაზდი, იგივე არმაზი), მეორეა ბოროტების ღვთაება არიმანი. ამ რელიგიაში გვხვდება ესქატოლოგიის, მიცვალებულთა აღდგომის, ქალწულის მიერ მომავლის მხსნელის შობის იდეები. ეგ იდეები შემდეგ გამოიყენეს იუდაიზმმა და ქრისტიანობამ.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.