თა თე თი თო
თეზ თეი თემ

თემიდა

ბერძნული მითოლოგიით, სამართლის გამგებელი, მართალი და უტყუარი მსაჯული. ქალღმერთ თემიდას ხატავდნენ თვალებახვეულს, ცალ ხელში რომ სასწორი ეჭირა, ხოლო მეორეში – მახვილი. სასწორით წონიდა ტყუილ-მართალს, ცოდვა-მადლს, ხოლო მახვილით განიკითხავდა, სჯიდა დამნაშავეთ. თემიდის მსახურს უწოდებდნენ და ახლაც უწოდებენ მოსამართლეს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9