დაფუძნებული სახელზე იესო. იეზუიტთა ორდენი შეიქმნა XVI საუკუნეში. ეს გახლდათ კათოლიკური ეკლესიის ყველაზე რეაქციული ფრთა. იესოს ეგ საზოგადოება მკაცრად ექცეოდა ე.წ. ერეტიკოსებს, ქრისტიანული დოგმებიდან გადამხვევებს. მისი განაჩენისამებრ ცეცხლზე დაწვეს მრავალი ადამიანი (მაგალითად, სავონაროლა, ჯორდანო ბრუნო). ნიცშე სოციალიზმს იეზუიტობის ნაირსახეობად მიიჩნევდა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.