იდ იე იმ ინ ის იუ
ინდ ინი ინკ ინს ინტ ინფ ინც

ინტეგრალური მეცნიერება

ზოგად პრობლემათა ასახსნელად და კანონზომიერებათა დასადგენად სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საერთო მაკავშირებელი ცნებების მომარჯვებით ახალი სახეობის ჩამოყალიბება. ამ დროს ხან ერთი დარგი (ვთქვათ, ფილოლოგია) არის წამყვანი, ხან მეორე – (ვთქვათ, ისტორია), ხანაც – მესამე (ვთქვათ, ანთროპოლოგია). სწორედ ასეთი ინტეგრალური მეცნიერებაა კულტუროლოგია. ინტეგრალური სამეცნიერო შტუდიების საუკეთესო ნიმუშებია: შ. ნუცუბიძის ,,რუსთველი და აღმოსავლური რენესანსი“; მ. კვესელავას ,,ფაუსტური პარადიგმები“; ზ. გამსახურდიას ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“. ინტეგრალურის საპირისპირო ცნებაა ჰერმეტული, ანუ ჩაკეტილი, კვლევა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9