ფრანგული წარმოშობის ტერმინი:
ოთხტაეპიანი სალექსო ფორმა, ოთხტაეპოვანი სტროფი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს. ქართულში, ჩვეულებრივ, სწორედ ეგ ფორმაა ყველაზე გავრცელებული. მაგ., მთელი ,,ვეფხისტყაოსანი“ კატრენით არის შესრულებული. არის სტროფის მეორე სახე – ორსტრიქონიანი სტროფი. სპარსულად მას ,,ბეითი“ ეწოდება. მთელი ,,შაჰ-ნამე“ ბეითით არის დაწერილი. ორტაეპოვანი სტროფი ქართულ პოეზიაში, გავრცელების თვალსაზრისით, მეორე ადგილს იკავებს. მაგ., აკაკის ,,აღმართ-აღმართ“; გალაკტიონის ,,მე და ღამე“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.